რუსული yandex ტაქსის ქართული ისტორია საერთაშრისო მედიაში {VIDEO}

2016 წლის 2 სექტემბერი | 15:18

რუსული კომპანია იანდექს ტაქსი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, მართლაც სთავაზობს გადაყვანის მომსახურებას დაწეული ფასებით , მაგრამ დედაქალაქის მაცხოვრებლების სიმპათიის მოპოვებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს, პირიქით ქართულ საზოგადოებაში ამ კომპანიის საქმიანობის მიმართ პროტესტი ძლიერდება, ქსელში კი გაშვებულია ჰეშ-ტეგი “უთხარი არა იანდექს ტაქსს”.

პროტესტის ერთ-ერთი ინიციატორი ბლოგერი გიორგი ჯახაია, მას ინტერნეტში იცნობენ, როგორც სოხუმი, ყვება, რომ საქმე იანდექსის სერვისის მიერ შემოთავაზებულ რუკებშია, მათზე  საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული, რომლებიც თავის მხრივ მითითებულია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჯახაიამ იანდექსის ხელმძღვანელობისგან სასამართლოს მუქარით მოითხოვა რუკების შეცვლა. რუკები შეცვალეს, მაგრამ, როგორც ბლოგერი ამბობს, მხოლოდ საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და ისრაელის ინტერნეტ მომხმარერბლისათვის. დანარჩენ ქვეყნებში ცვლილებების გარეშე დარჩა.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.