რუსული პროპაგანდის კონტროლი და რისკები მედიისთვის [Video]

2017 წლის 26 აპრილი | 12:02

რისკები, რომელზეც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს იმ დოკუმენტს შეეხება, რომელიც ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მოამზადა. ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ”, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში  და “საარჩევნო კოდექსში” შედის. სადავო “საარჩევნო კოდექსის” 45 მუხლში გათვალსწინებული დამატებაა, რომელიც შესაძლოა მაუწყბელების დაჯარიმების საფუძველი გახდეს.

მაუწყებლებთან მიმართებით წარდგენილი ცვლილებები დამუშავებას საჭიროებს რათა მედიასაშუალების დაჯარიმების დამატებითი ბერკეტი არ გახდეს-მოსაზრება მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ეკუთვნის, რომელიც ცვლილებათა პაკეტის მომზადების პროცესში ჩართული იყო.

მოსაზრებას იზიარებენ,  „კონსტიტუციის 42-ე მუხლშიც”. ორგანიზაციაში აცხადენ, რომ ჩანაწერი ორაზროვანია და უფრო მეტ დაკონკრეტებას საჭიროებს. დიმიტრი ხაჩიძის თქმით, მაუწყებელი გადაცდომისთვის აქამდეც ჯარიმდებოდა, თუმცა ახალი მუხლის დამატება მედიასაშუალების უსაფუძვლო სანქცირების საშუალება შეძლება გახდეს.

მედიასაშუალებას დარღვევის გამო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აჯარიმებს, სწორედ ამიტომ უწყება ინიციატივის  დამუშავების პროცესში ჩართული იყო. თუმცა ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ აქვთ, აქედან გამომდინარე კითხვაზე დაჯარიმდება თუ არა მაუწყებელი ინიციატივის უცვლელად მიღების შემთხვევაში?- პასუხის გაცემა უჭირთ. კომისიაში ალტერნატიულ ცვლილებათა პაკეტზე მუშაობენ.

ექსპერტების მიერ გამოთქმული შენიშვნების საპასუხოდ პაკეტის ინიციატორებმა დამატებითი განმარტება გააკეთეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი, მაუწყებლის დამატებითი დაჯარიმება არ ყოფილა, თუმცა სადავო პუნქტების დახვეწა საკომიტეტო განხილვების დროს გახდება შესაძლებელი.

კანონის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტის განხილვას წარდგენიდან 20 დღის ვადაში დაიწყებს.

სინქრონები:

  • ნათია კუპრაშვილი – საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  • თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
  • დიმიტრი ხაჩიძე – კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი;
  • ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეს სპიკერი;
  • ლიკა საჯაია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საპარლამენტო მდივანი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობ ჭურღულია.