რუსთავში შემოწმებული სახლებიდან 471 შემთხვევაში გაზგამათბობლები არასწორად არის დამონტაჟებული {VIDEO}

2017 წლის 17 მარტი | 19:02

სოკარ ჯორჯია გაზის, რუსთავის ადგილობრივი და ქვემო ქართლის სამხარეო ხელისუფლების მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღეის მდგომარეობით 808 ბინა შეამოწმა. 471 ბინაში გაზგამათბობლები არასწორად არის დამონტაჟებული. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის- ცენტრის მენეჯერმა გელა წერეთელმა „ქრონიკას“ განუცხადა, სპეციალური ჯგუფი სულ 1489 ბინაზე იმყოფებოდა,თუმცა აბონენტების დიდი ნაწილი კონტაქტზე არ გამოვიდა. სპეციალური ჯგუფი აბონენტების შემოწმებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. შეგახსენებთ, ბოლო დროს რუსთავში გახშირებული და ფატალურად დასრულებული ცო-თი ინტოქსიკაციის შემთხვევების გამომწვევ ძირითადად მიზეზად , სწორედ თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები დასახელდა.

წყარო: kktv.