რუსთავის 4 საბავშვო ბაღში, ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა {VIDEO}

2017 წლის 30 მარტი | 18:26

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო. კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით. წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს “ბადა” დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

წყარო:  KKtv.