რუსი მსუბუქი ათლეტები ოლიმპიადაში მონაწილეობას დოპინგ სკანდალის გამო ვერ მიიღებენ {VIDEO}

2016 წლის 23 ივნისი | 14:20

რუსი მსუბუქი ათლეტი სპორტსმენები ოლიმპიადაზე რიოში არ გაემგზავრებიან, ნაკრები დოპინგ სკანდალის გამო დასაჯეს. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციის საბჭომ ვენაში გადაწყვეტილება მიიღო არ აღედგინა წევრობა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისთვის. სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა, რუსეთის სპორტსმენების დოპინგ სინჯების ასობით მაქინაციის შესახებ. გადაწყვეტილებას რუსეთის სხვა სპორტული სახეობების ნაკრებების ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიმდინარე კვირაში ლაზანში მიიღებს.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.