რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება {VIDEO}

2016 წლის 21 აპრილი | 15:17

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. განჩინების თანახმად, უგულებელყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას გულისხმობს. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შეგახსნებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის ორი რეზიდენტის საჩივარი, რომელთაც სასჯელის მოხდის პერიოდში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

გასული წლის დეკემბერში რუსეთში საკანონმდებლო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქვეყნაში მოქმედ ნორმატიულ აქტებზე მაღლა საერთაშორისო ნორმები არ უნდა იდგეს.  მაშინ ამას  იუკოსის საქმეზე პომპენსაციის გადახდას უკავშირებდნენ. სტრასბურგის სასამათლოს განაჩენით, რუსეთმა კომპანიის ყოფილ აქციონერებს კონპენსაციის სახით თითქმის ორი მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.