რთველი კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში – შეჯამება {VIDEO}

2016 წლის 19 ოქტომბერი | 15:03

მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონა ყურძენზე მეტი გადამუშავდა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც “რთველი 2016” შეაჯამა.

მისივე ინფორმაციით, ღვინის კომპანიებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია.

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანობაში კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 97 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გურჯაანი- 35,8 ათასი ტონა, თელავი – 29,2 ათასი ტონა, ყვარელი – 22 ათასი ტონა, საგარეჯო -9,6 ათასი ტონა. სიღნაღი – 7,1 ათასი ტონა, ახმეტა – 5 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 2 ათასი ტონა. გადამუშავებულია 65 ათასი ტონა რქაწითელი, 42 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და 3,5 ათასი ტონა ყურძნის სხვა ჯიშები.

2016 წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებული 195 კომპანიიდან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობდა 178 კომპანია. სახელმწიფო საწარმო სს“აკურას“ მიერ გადამუშავებულია საერთო გადამუშავებული რაოდენობის 27%, რაც უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება რაჭას, აქ ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 24 კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. სულ გადამუშავდა 531 ტონა ყურძენი. “ხვანჭკარის” ჯიშები: ალექსანდროული და მუჯურეთული – 497 ტონა, სხვა ჯიშები- 16 ტონა.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად რაჭის მევენახეების შემოსავალმა 2,5 მლნ ლარი შეადგინა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემოდა: რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 1კგ- 0,45 ლარი, საფერავზე- 1 კგ- 0,20 ლარი, მუჯურეთული/ალექსანდროული- 1კგ-2 ლარი.

კახეთსა და რაჭის მევენახეებს ამ დროისთვის სუბსიდიის სახით მიღებული აქვთ 22,5 მლნ ლარი.

სინქრონი:

ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი.