რეგიონის 1000-მდე მოსწავლეს ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ლექცია ჩაუტარდება {VIDEO}

2016 წლის 2 დეკემბერი | 15:27

“მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის ფარგლებში” – ახალი პროექტი საქართველოს მოსახლეობის ფინანსური და სამეწარმეო განათლების ამაღლებისთვის. შესაბამისს მემორანდუმს  ეროვნული ბანკმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მოაწერეს ხელი.  თანამშრომლობის  ფარგლებში თბილისსა და  რეგიონებიდან 1000 მოსწავლეს  ჩაუტარდება ლექცია ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე.“ უნივერსიტეტის რექტორ მიხეილ ბატიაშვილის აზრით, ახალგაზრდები გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო უნარებს შეიძენენ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. პროექტი ერთწლიანია.

სინქრონები:

მიხეილ ბატიაშვილი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.

კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ავტორები:

თათული ღვინიანიძე, დავით ჯიბუტი.