რას გულისხმობს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი {VIDEO}

2016 წლის 23 დეკემბერი | 13:57

13 დეკემბერს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილება №548, რაც ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცებას გულისხმობს, საზოგადოების მხრიდან არაერთაგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება, მედიის ნაწილში, როგორც “ღორების პასპორტიზაცია” ასე გაშუქდა, რამაც მოსახლეობის ირონიული და არასერიოზული შეფასებები გამოიწვია.

“GARB”  დადგენილების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად,  სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივის ფარგლებში შედგა, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მე-4 თავის ფარგლებში აღებული ვალდებულების თანახმად, მომზადდა ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და ცხოველთა სადგომის წესი. რეგულაციის მთავარ მიზანს ადამიანთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია, ეპიზოოტოლოგია და სხვა ძირეულად საყურადღებო საკითხები წარმოადგენს.

მთავრობის დადგენილება გულისხმობს ღორის სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს. დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ღორებს სპეციალური საყურე ნიშნები გაუკეთდებათ და თითოეულ მათგანს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება.

სურსათის ეროვნული სააგენტოში ასევე განმარტეს,  რომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია არ გამოიწვევს ღორის ხორცზე ფასის ზრდას, რადგან ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. მათივე ცნობით, ფერმერებისა და წვრილი გლეხური მეურნეობებისათვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები იქნება უფასო. ასევე ეს წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჰყავს ერთი ღორი პირადი მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას, მაგალითად, გასაყიდად წაყვანას.

სინქრონი:

ლაშა ავალიანი – სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი.