როგორია ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულება-კვლევის შედეგები [Video]

2017 წლის 19 მაისი | 13:45

საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც კარგ პოზიციაში აყენებს მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად, თუმცა ამ სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზუღუდვები, – ENPARD-ის ფარგლებში ორგანიზაციამ  “CARE” და მისმა პარტნიორმა “ISET”-ის კვლევითმა ინსტიტუტმა,  ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა წარმოადგინეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში არსებული ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის, თუმცა პლანტაციები გაველურებულია და ქართველი მწარმოებლისთვის რთულია საერთაშორისო ბაზარზე ფეხის მოკიდება.

ფერმერთა ასოციაციაში  მიიჩნევენ, კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, არსებული ღირებულებების ჯაჭვი, მათ ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გაუმარტივებს.

სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)  საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს.

სინქრონები:

  1. ირაკლი კოჭლამაზაშვილი- “ISET”-ის კვლევითი ინსტიტუტი;
  2. ნინო ზამბახიძე-საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  3. გიორგი ხანიშვილი-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ავტორები:

მარიამ მხითაროვა, დავით ჯიბუტი.