როგორია ნატოსთან თანამშრომლობის გავლენა ქართულ სამხედრო პოტენციალზე დისკუსია ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ეთერში {VIDEO}

2016 წლის 6 ნოემბერი | 15:23

საქართველოს მოსახლეობამ ჩრდილოატლანტიკური გაერთიანებისადმი საკუთარი დამოკიდებულება წლების  წინ დააფიქსირა და მას შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები აქტიურ ფაზაში შევიდა. მიუხედავად საინფორმაციო კამპანიების სიმრავლისა, მოსახლეობის ნაწილს ნატოს საქმიანობის სფეროების, მასთან თანამშრომლობის ბენეფიტებისა და მნიშვნელობის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია არ აქვს. რეგიონულ მაუწყებლებში გამართული დისკუსიები კი ცდილობს, მოსახლეობაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. როგორია ნატოში საქართველოს გაწევრინების სამომავლო პერსპექტივები, როგორ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე  ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან თანამშრომლობა და რა ცვლილებები განიცადა ქართულმა ჯარმა ბოლო წლების განმავლობაში-ამ საკითხებზე  ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემა დიალოგრში, არსამთავროვო ორგანიზაცია „საზოგადოებრი განვითარების “ ახალციხის ცენტრის დირექტორი, ნუგზარ თათეშვილი  საუბრობს.

წყარო: TV9.