როგორ მუშაობს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმა {VIDEO}

2017 წლის 9 მარტი | 13:30

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოქმედო გეგმის 2016-2020 განხორციელება და ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს დღეს მეოთხე ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება დადებითია და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიახლეები, თუმცა დეტალურად რა ცვლილებებზეა საუბარი, მინისტრმა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში უკვე ორი წელია მიმდინარეობს. 2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირება, 2030 წლისთვის კი სიკვდილობის 65%-ით შემცირება. ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები უკვე შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა უკვე არსებობს. ჯერ-ჯერობით არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო წლებში ამ მიმართულებით უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა 90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში.

სინქრონი:

  • დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • იან კელი – აშშ-ს ელჩი საქართველოში.