როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი {VIDEO}

2017 წლის 29 მარტი | 19:25

გაიზარდოს თუ შემცირდეს პრეზიდენტის უფლებები და როგორ უნდა მოხდეს მისი არჩევა – საკონსტიტუციო რეფორმის ვარიანტები თბილისში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს.  სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის მსვლელობისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აკადემიური ფიგურა უნდა იყოს და არა ქარიზმატული, და პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში.

სინქრონები:

  • ლევან ბეჟაშვილი – ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი;
  • ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე;
  • შალვა  შავგულიძე – ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე;
  • პაატა დავითაია – ,,ევროპელი დემოკრატების“  თავმჯდომარე;
  • მამუკა კაციტაძე – ,,ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე;
  • ეკა გიგაური – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორი.