რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა

2017 წლის 30 იანვარი | 13:54

Captureსაქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 19 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანებები, საშტატო სტრუქტრურების რეორგანიზაციის შესახებ.
 
შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას.
რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა.
 
მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან:
 
1. შტატგარეშე — 400
2. შტატიანი — 1350
სულ 1750 სამოქალაქო პირი.
 
შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები:
1. ოფიცერი — 217
2. სერჟანტი — 123