რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები მათ საქმიანობაში რელიგიის საკითხთა სააგენტოს ჩარევას უარყოფენ {VIDEO}

2016 წლის 14 დეკემბერი | 16:22

7 რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი 12 დეკემბერს, ა/ო „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით მთავრობა რელიგიური კონფესიების საქმიანობაში ერევა. საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებმა ერთლობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ რელიგიის სააგენტოს საქმიანობა მიუხედავად მრავალი გამოწვევებისა, დადებითად შეიძლება შეფასდეს და უწყება მათ საქმიანობაში არ ერევა.

“GARB” ტარიელ ნაკაიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა და რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვა. ბრალდებებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოშიც პასუხობენ.

სინრონები:

რამინ იგიდოვი – სრულიად საქართველოს შეიხი;
მერაბ ჩანჩალაშვილი – საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე;
მიქაელ ბოტკოველი – საქართველოს პატრიარქის მდივანი;
ტარიელ ნაკაიძე – ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე;
ზაზა ვაშაყმაძე – რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დავმჯდომარე.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.