რეგიონებში სტიქიის პრევენცია არ შეუძლიათ – ევროპის ფონდის კვლევა {VIDEO}

2016 წლის 20 დეკემბერი | 16:42

ცაგერი, ლენტეხი, მესტია – ეს ის ადგილებია, სადაც სტიქიის საფრთხე ყველაზე მაღალია, ადგილობრივ ხელისუფლებას კი მისი პრევენციის საშუალება არ აქვს. ამის შესახებ არჩილ ხახუტაიშვილმა “ევროპის ფონდის” ორგანიზებით გამართულ ფორუმზე განაცხადა. “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის საჭირო ანალიზი ვერ ხორციელდება და არც პრაქტიკული პროცედურების გატარების ფინანსური რესურსი არსებობს. ხახუტაშვილის განმარტებით, ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობა აჭარაშია.

როგორც ფორუმზე ითქვა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ძირითადად გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე არიან დამოკიდებულები, თუმცა ფინანსური რესურსის სიმწირის გამო, მათი რეკომენდაციების შესრულებასაც ვერ ახერხებენ. პრობლემის არსებობას ადასტურებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც.

ფორუმი “ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები”  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

სინქრონები:

  • ნათია ბერძენიშვილი – “ევროპის ფონდის” პროგრამის მენეჯერი;
  • არჩილ ხახუტაიშვილი – დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  • მერაბ გაფრინდაშვილი – გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.