RED-ის შედეგები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში [Video]

2017 წლის 20 ივნისი | 16:01

ქვემო  ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში რეგიონების ეკონომიკური განვითარების 5 წლიანი პროგრამა  დასრულდა. შედეგები დაინტერესებულ მხარეებს დღეს RED-ის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

მათი განმარტებით, პროგრამამ მეკარტოფილეობისა და მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვში ჩართულ ფერმერებსა და საწარმოებს ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია. ,,რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ხელმძღვანელის შალვა ფიფიას თქმით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა.

პროგრამის შედეგების პრეზენტაციისას, ყურადღება ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გაცნობაზეც გამახვილდა. შალვა ფიფიამ აღნიშნულ კონტექსტში რეგიონული მაუწყებლების “მეცხრე არხისა” და “ქვემო ქართლის ტელეკომპანიის” წარმოებულ ტელეპროდუქციაზე ისაუბრა.

RED-ი დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი პროექტია.

სინქრონები:

  1. ლევან  დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  2. შალვა ფიფია – “რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ხელმძღვანელი;
  3. მაია იველაშვილი – ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირექტორი;
  4. გურამ ჯინჭველაძე – ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი;
  5. დარეჯან კანთელაძე – შპს “სანტა ალპიას” დამფუძნებელი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.