რატომ არ უნდა შემცირდეს თვითმმართველი ქალაქები {VIDEO}

2017 წლის 4 აპრილი | 14:35

რეგიონული განვითარების სამინისტროს არგუმენტი, რომ თვითმმართველი ქალაქების შემცირება 40-50 მლნ ლარის საბიუჯეტო ეკონომიას გამოიწვევს, სიცრუეა, ქალაქების ადმინისტრაციის გაუქმებით მხოლოდ 5 მლნ ლარი დაიზოგება, ისიც მაშინ თუკი არც ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აღარ დასაქმდება. ამის შესახებ  ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში  120 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციის სახელით განაცხადეს.

განცხადების ავტორებმა იმ სარგებელზე ისაუბრეს, რაც ამ დრომდე, ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებიდან გამოყოფამ მოიტანა. მათი თქმით,  ე.წ. გაუყოფელი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან 80% ქალაქს, ხოლო 20% დანარჩენ სოფლებს ხმარდება, რომლებთაც ახლა საკუთარი ბიუჯეტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საშუალება აქვთ.

არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციები ინფრასტრუქტურის მინისტრთან  შეხვედრასა და საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყებას ითხოვენ.

არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციები ინფრასტრუქტურის მინისტრთან  შეხვედრასა და საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყებას ითხოვენ.  როგორც უწყებაში “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას” განუცხადეს, სამინისტრო საჯარო მსჯელობის დაწყების მომხრეა და პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, მათი მხრიდან კონკრეტული დეტალები არ გახმაურდება, რადგანაც თემა დამუშავების პროცესშია.

სინქრონები:

  • კობა კიღურაძე – “მმართველობითი სისტემის  განვითარების ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი;
  • ლიზი სოფრომაძე –  “რეგიონის განვითარების ცენტრის” წარმომადგენელი.

 

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.