რას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია {video}

2014 წლის 22 ივლისი | 15:36

ფერმერთა კონკურენციის ამაღლება, სურსათის უვნებლობის საკითხის უზრუნველყოფა, რეგიონული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება – ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგია მოიცავს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ღონისძიებების განხორციელება საქართველოში სოფლის მეუნეობის დარგის განვითარების ტემპს, წარმოების ზრდასა და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

სტრატეგია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეგულაციებზეა მორგებული. ევროკავშირის  წარმომადგენლები სტრატეგიას დადებითად აფასებენ და სოფლის მეუნეობის ახალ მინისტრს აღებული გეზის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ქართველ ექსპერტებს. ემზარ ჯგერენაია წარმოდგენილ სტრატეგიას სუსტს უწოდებს.

ჯგერენაიას ამ შეფასების მიუხედავად სტრატეგიას პოზიტიურად აფასებს გიორგი კვესიტაძე. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და ამჟამად მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ამბობს, რომ სტრატეგიის განხორციელებით საქართველოში როგორც სასოფლო ინფრასტურქტურის, ასევე, სურსათო პროდუქციის იმპორტის შემცირებაც მოხდება.

2014-2020 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

სინქრონები:

ლაშა დოლიძე – სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი;
დავით გალეგაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ხუან ეჩანოვა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მმეურნეობის ატაშე;
გიუნტერ ბეხლერი – შვეიცარიის ელჩი;
ემზარ ჯგერენაია – ექსპერტი;
გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;

ავტორები:

ნათია ამირანაშვილი, რობერტ ჭურღულია.