რას აპროტესტებდნენ კონტრაქციის მონაწილეები

2013 წლის 24 მაისი | 22:09

“დედა ენის ძეგლთა” ორი ერთმანეთის საპირისპირო აქცია გაიმართა. “არა თეოკრატიას” –  ასე ეწოდებოდა აქციას, რომელიც დედა ენის ძეგლთან შედგა. მის პარალელურად, პარკის წინ, “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ აქციას.

აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. კონტრაქციის მხარდამჭერებმა მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. მიზეზი ის გახლდათ, რომ პოლციამ მათ “დედა ენის” ძეგლთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

დედა ენის” ბაღის გარეთ შეკრებილი მოქალაქეები აქცია “არა თეოკრატიას” მონაწილეებს სტვენით და შეძახილებით ხვდებოდნენ.

პარკში შეკრებილებს ცნობილი საახეებიც შეუერთდნენ, ისინი მოითხოვენ დაისაჯოს ყველა ვინც 17 მაისს ძალადობდა.

 

 სინქრონები:

თენგიზ მაისურაძე – აქციის მონაწილე;
მიხეილ აბითურაშვილი – აქციის მონაწილე;ევგენი მიქელაძე- “ეროვნული ფრონტის” წევრი;
ევგენი მიქელაძე- “ეროვნული ფრონტის” წევრი;
ლადო ბულბულაშვილი – აქციის მონაწილე.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი, თამარ კარელიძე.