რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ – განსხვავებული აზრი

2017 წლის 26 სექტემბერი | 12:48

აზიური ფაროსანა-მავნებელი, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებელი საფრთხეს უქმნის ციტრუსსაც. როგორია აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე აღმოსავლეთ საქართველოში, რა უნდა იცოდეს ფერმერმა მავნებელთან ბრძოლისათვის? როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა მწერთან გამკლავებას და აგრონომის რეკომენდაცია-უყურეთ და უსმინეთ ნათია კუპრაშვილის და გიორგი მგელაძის საავტორო გადაცემას “განსხვავებული აზრი”, გაიგეთ მეტი აზიური ფაროსანას შესახებ.

ოთხმოცდამერვე გადაცემა.