რა ცვლილებებს საჭიროებს შეღავათიანი აგრო სესხების პროგრამა მცირეფერმერებთან და კოოპერატივებთან მიმართებით – ოქსფამის კვლევის შედეგები [Video]

2017 წლის 9 ივნისი | 20:52

რამდენად მორგებულია შეღავათიანი აგრო სესხების პროგრამა მცირეფერმერებისა და კოოპერატივების საჭიროებაზე,- ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, შეღავათიანი აგრო სესხების პროგრამა ნაკლებად ითვალისწინებს მცირე ფერმერების საჭიროებებს და გამიზნულია მხოლოდ მსხვილ ფერმერებზე. ავტორთა შეფასებით, ამას ადასტურებს ის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტების ქვედა ზვარი გაიზარდა 5000 ლარიდან 20000 ლარამდე, რამაც მსესხებელთა რიცხვის შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, მცირეა პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების რაოდენობა და ის გაცემული სესხების მთლიანი მოცულობის 0,38%-ს შეადგენს. ასევე კვლევის ავტორებს, პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ ფერმერსა და საბანკო სექტორს შორის არსებული კომუნიკაციის საკითხიც.

დოკუმენტი ასევე შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს შეღავათიანი აგრო სესხის გაცემის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის. ეს არის: .სესხის პირობების ბენეფიციარებზე მორგება, უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ბანკების მხრიდან არსებული პოლიტიკის გადახედვა, კოოპერატივების დასაფინანსებლად უკეთესი პირობების შექმნა, ფერმერების ბიზნეს-უნარების და ცოდნის დახვეწა, ქალების და ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და პრიორიტეტული კომპონენტების შექმნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღიარებენ, რომ არსებული ხარვეზები მართლაც გააჩნიათ და მათ გამოსასწორებლად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჩამოთვლილ ყველა რეკომენდაციას არ ეთანხმებიან. მაგალითდ, უარყოფენ რომ აგროკრედიტების ქვედა ზღვრის გაზრდა მხოლოდ მსხვილ ფერმერებისთვისაა მოსახეხებელი. მათი მოსაზრების მიხედვით, პირიქით, ასეთი მიდგომა მცირე ფერმერებს კოოპერატივის შექმნის შემთხვევაში, მეტი დაფინანსება და მეტი მოგების საშუალებას აძლევს.

კვლევები განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

სინქრონები:

ირაკლი მოისწრაფიშვილი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარების კვლევის ინსტიტუტის წარმოამდგენელი.

ავტორები:

მარიამ მხითაროვა, დავით ჯიბუტი.