რა საფრთხეს უქმნის ჩილიმ ბარებს თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი? [Video]

2017 წლის 26 აპრილი | 11:21

თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ ე.წ. „სიგარ ბარები“ ლიცენზირებას დაექვემდებარება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებებში მოწევა დაშვებული იქნება, თუმცა კვება არა. რაც შეეხება ობიექტებს, რომლებშიც ჩილიმის მოწევაა შესაძლებელი, კანონის ამოქმედების შემდეგ შენობაში მოწევა შეიზღუდება. ჩვენ შევეცადეთ, ბარების მეპატრონეების პოზიცია გაგვეგო, თუმცა მათ  კამერის წინ საუბარი არ ისურვეს. პირად საუბარში კი აღნიშნეს, რომ კანონპროექტი საფრთხეს შეუქმნის ჩილიმ ბარებისა და სიგარ ბარების ფუნქციონირებას. ასევე ფიქრობენ, რომ გარკვეული დისკომფორტი მომხმარებელსაც შეექმნება.

სინქრონი:

აკაკი ზოიძე -ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.