რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან? {VIDEO} (სომხური თარგმანი)

2016 წლის 1 თებერვალი | 11:48

მესხი ფერმერები, პროდუქტს, ევროპის ქვეყნებში გასატანად ამზადებენ. დასავლეთის ბაზარი – ეს არის 500 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი, სტაბილური ბაზარი. საქართველოს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

გადაცემის თემა – რა მოთხოვნები აქვს ევროპულ ბაზარს და რატომაა მიმზიდველი ის ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის. რამდენად რეალურია, რომ მესხური პროდუქცია დასავლეთის ბაზრის დახლებზე ვიხილოთ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის ფერმერებმა.

სტუმრები:

ნანა ზუბაშვილი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი;
ზურაბ ჯინჭველაძე – სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

წყარო: TV9.