რა პრობლემები აქვთ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას რეგიონებში {VIDEO}

2017 წლის 14 მარტი | 16:30

პროექტმა „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება, სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია, საქართველოს სამი რეგიონის მიხედვით წარმოადგინა.

კვლევების თანახმად, ძირითადი პრობლემები, რომელიც რეგიონებში იკვეთება არის, დევნილთა პრობლემების სოციალურ ჭრილში განხილვა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემის საკითხი.

აღნიშნული პროექტი, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ მიერ, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი,  სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის კავშირის გაძლიერება, ერთობლივი მრჩეველთა საბჭოს ფორმირება, სოციალური ჩართულობის საკითხებზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია-“PIN”-ის სოციალური მოდელის დანერგვაა.

სოცილური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტი, საქართველოს სამი რეგიონის – იმერეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში, ტყიბულში, ხონში, ზუგდიდსა და გორში ხორციელდება.

პარტნიორი ორგანიზაციაა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

სინქრონები:

  • ლორიან გონი – ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” დირექტორი;
  • გოგი რევია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოც განყოფილების უფროსი;
  • კონსტანტინე თავზარაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.