რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში ვითარება გაუარესდა-EMC-ის დასკვნა {VIDEO}

2016 წლის 12 დეკემბერი | 15:08

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (“EMC”) დასკვნით, 2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მათი თქმით, სახელმწიფოს რეაგირების არაეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს სახელმწიფომ შექმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც უნდა გადაეჭრა რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემური გამოწვევები, ჩვენ ამ დრომდე რაიმე პროგრესულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ“ – განაცხადა EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ.

EMC-იმ საკუთარი დაკვირვების პრეზენტაცია ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მოაწყო.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული შენიშვნების კომენტიტრებისათვის დავუკავშირდით, თუმცა უწყებაში კომენტარზე უარი განაცხადეს.

სინქრონები:

  • თამთა მიქელაძე – EMC-ის იურისტი;
  • ტარიელ ნაკაიძე – ქართველ მისლიმთა კავშირის ხელმძღვანელი;
  • მექა ხანგოშვილი -პანკისის ხეობის წარმომადგენელი (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი).

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.