“ყველის სახლი” – ძველი ქართული ყველის სახეობები {VIDEO}

2016 წლის 26 დეკემბერი | 17:32

საქართველოში ყველის წარმოება ისტორიული არტეფაქტების მიხედვით უკვე რამდენიმე ასწლეულს და შეაძლებელია ათასწლეულსაც ითვლის. შეკითხვა თუ რატომ აქვს მეცხოველეობით განთქმულ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე სახეობის ყველი ანა მიქაძეს დიდი ხნის წინ გაუჩნდა და ამ მიმართულების შესწავლაც დაიწყო, ძიების პროცესში მან რამდენიმე ათეული ავთენტური – მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ყველის სახეობა აღმოაჩინა.

როგორც ანა მიქაძე ამბობს ყველის სახეობრივი მრავალფეროვნების აღმოჩენისა და გამოკვლევის შემდეგ მისი გასაღების ბაზარიც გაჩნდა და მოსახლეობაშიც ქართულმა ნაწარმმა ეტაპობრივად პოპულარობა მოიპავა, გარკვეული დროის შემდეგ ბაზარზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა და ამან ხარისხზეც იმოქმედა, თუმცა მეყველემ ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა დაიწყო და სულ მალე ყველის სახლების ქსელს ახალი ქართული საწარმო შეემატება.

სინქრონი:

ანა მიქაძე – საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე და “ყველის სახლის” მრჩეველი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.