ყველაზე მეტად გამოკითხულებს ეკლესიის საქმიანობა მოსწონთ – NDI [Video]

2017 წლის 15 მაისი | 16:10

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე პოზიტიურად საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებენ. გამოკითხულთა 14% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 44% – კარგად, 23% – საშუალოდ, 6% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიის რეიტინგი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია. თუ 2015 წლის აპრილის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად ჯამში 75% აფასებდა, წელს ამ მაჩვენებელმა 58% შეადგინა.

მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, მოქალაქეებმა ყველაზე დადებითად იუსტიციის სახლებისა და საქართველოს ჯარის საქმიანობა შეაფასეს, ყველაზე უარყოფითად კი თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის.

DI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით  2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.  გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,7%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

სინქრონი:

ლორა თორნტონი – NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.