ყირიმ – კონგოს ცხელება და მისი გავრცელების რისკები {VIDEO}

2016 წლის 22 ივლისი | 13:33

ყირიმ – კონგოს ცხელება და მისი გავრცელების რისკები. გურჯაანის ჯანდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვირუსის გავრცელების საფრთხე გურჯაანის მუნიციპალიტეტში არ არსებობს. ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. 2009 წლიდან დღემდე საქართველოში დაინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა კახეთის რეგიონში არცერთი. ვირუსის მიმართ საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამბროლაურში რამდენიმე დღის წინ მამაკაცი გარდაიცვალა. მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, ამის შესახებ ექიმი -პარაზიტოლოგი ნანა ჯადუგიშვილი განმარტავს.

წყარო: “გურჯაანი”.