ყირიმ-კონგო, ტულარემია, ბოლერიოზი – სეზონური დაავადებები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები [Video]

2017 წლის 4 მაისი | 15:54

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მწერებით გადაცემადი დაავადებების რისკი იზრდება. ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა ტკიპებით გამოწვეული საფრთხები.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ეს საფრთხე განსაკუთრებით დიდია რეგიონებშია, იქ სადაც მოსახლებას ჰყავს საქონელი, არ ამუშავებენ მათ ტკიპას საწინააღდეგო საშუალებებით, ან როდესაც პირუტყვს  ტკიპას ხელით აცლიან და არ იყენებენ ხელთათმანს ან პინცეტს.  პაატა იმნაძის თქმით, ტკიპა  შეიძლება იყოს ყირიმ-კონგოს, ტულარემიისა და სხვა სახის დაავადებების გადამტანი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და რიგ შემთხვევებში სიკვდილით სრულდება.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე სახიფათოა ასევე კოღოები. იმნაძის განმარტებით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიური, თუმცა ეს საფრთხე ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მესამე წელია ახორციელებს კოღოების წინააღმდეგ შავიზღვისპირეთის ფართომასშტაბიან დამუშავებას. მოსახლეობას კი მოუწოდებს, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შეუქმნან და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

სინქრონი:

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.