“ყაზტრანსგაზისა” და “ინტერ რაოს” საქმეებზე შესაძლოა არბიტრაჟი საჭირო არ გახდეს – კალაძე [Video]

2017 წლის 15 მაისი | 15:45

“ყაზტრანსგაზისა” და “ინტერ რაოს” საქმეებზე შესაძლოა არბიტრაჟი საჭირო არ გახდეს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა საქართველოს  წინააღმდეგ „ყაზტრანსგაზისა“ და „ინტერ რაოს საარბირტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ორივე მხარესთან  მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა და მივესალმებოდით, თუ ყაზახები დაბრუნდებოდნენ კომპანიაში და გააგრძელებდნენ ამ კომპანიის მართვას. თუმცა მათი მხრიდან გარკვეული შეფერხებები არსებობს, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები. ვნახოთ, შეიძლება არბიტრაჟი არც დაგვჭირდეს”, – განაცხადა კალაძემ.

„ინტერ რაოს” ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. „ინტერ რაო”-ში ათეულობით მილიონობით ზარალზე საუბრობენ.

რაც შეეხება კომპანია “ყაზტრანსგაზს, კომპანია აპროტესტებს 2009 წელს “ყაზტრანსგაზ თბილისში” სპეციალური მმართველის დანიშვნას და მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა “ყაზტრანსგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია “ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

სინქრონი:

კახი კალაძე – ენერგეტიკის მინისტრი.