ქართველმა მუსლიმებმა “ახალი მეჩეთი” გახსნეს [Video]

2017 წლის 29 მაისი | 12:34

ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკეობით ლოცვას აპირებენ. ხვალიდან იწყება მარხვის თვე, ანუ რამადანი,  ამ პერიოდში მორწმუნეები ლოცვას აძლიერებენ და 30 დღის განმავლობაში მეჩეთში ლოცულობენ. იმის  გამო, რომ ბათუმში არსებული ორთა ჯამე   მლოცველებს ვერ იტევს, ისინი  ღია ცის ქვეშ, ლოცვას ახალ მისამართზე აპირებენ და  ამ ფორმით ახალი მეჩეთის მშენებლობას დაელოდებიან.

წყარო: TV25.