ქართველი პედაგოგები სასწავლო ტურით სლოვაკეთში მიემგზავრებიან [Video]

2017 წლის 19 მაისი | 12:34

პროფესიული განათლების მიმართულების მასწავლებლები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით სასწავლო ტურით სლოვაკეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან.

სასწავლო ტურის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები სლოვაკელი კოლეგების სასწავლო და სამუშაო გარემოს დააკვირდებიან.

ტურის ფარგლებში მასწავლებლებს პროფესიული განათლებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ  საინფორმაციო სახის ტრენინგი ჩაუტარდათ .

სლოვაკეთიდან დაბრუნების შემდეგ კი, პროფესიული მასწავლებლები  კოლეგებს უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

სინქრონები:

  1. ქეთევან ნატრიაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;
  2. ზაირა ბერიძე – “ბლექსის” პედაგოგი – პროფესიული კოლეჯი ბათუმში.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.