ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო წარმატება {VIDEO}

2016 წლის 27 ივლისი | 13:10

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში წელს საქართველო ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის, ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლისა და    ფიზიკა-მათემატიკის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოწაფეებმა წარადგინეს. ნიჭიერი ახალაგაზრდები ირანში გატარებულ დღეებს იხსენებნ და ტურნირის მიმდინარეობისას მიღებულ ემოციებს გვიზიარებენ.

წლევანდელი გამარჯვება საქართველოსთვის ზედიზედ მესამე ოქროს მედალის მომტანი გახდა, თუმცა გარდა ამისა პირველობა კიდევ ერთი გარემოებით არის ხაზგასასმელი – კონკურსის ისტორიაში ქართველებმა მეორე ადგილზე გასული ნაკრები რეკორდული სხვაობით დაამარცხეს.

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად იმართება. ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის საგნებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ოლიმპიადა მომავალ წელს ჩინეთში გაიმართება

სინქრონები:

  • გიორგი ხომერიკი – გუნდის ხელმძღვანელი;
  • თეკლა დოლიძე -ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე;
  • ლაშა თარგამაძე -ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე;
  • გვანცა მარგველაშვილი – ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე;
  • მარიამ ლომთაძე – ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე;
  • ლაზარე ოსმანოვი- ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე;
  • თემურ გაჩეჩილაძე – ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.

ავტორები:

გიგა აბულაძე, ალექსანდრე ხატიაშვილი.