ქართული თაფლი ევროკავშირის სტანდარტებით {VIDEO}

2017 წლის 1 მარტი | 13:07

დემურ დარსანია კოოპერატივის “კოდორის” საქმიანობის შესახებ გვიყვება. იგი ორი წლის წინ ჩამოყალიბდა და 11 მეუფტკრეს აერთიანებს. დარსანია კოოპერატივის სამომავლო გეგმებს გვიმხელს და ამბობს, რომ პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი აქვთ განძრახული. ამისთვის კი გაერთიანებაში შემდეგი სტანდარტებია დანერგილი.

თაფლის წარმოების წასახალისებლად მეფუტკრეებისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 33 მილიონ ევროს გამოყოფს. დაფინანსების წყალობით, 2013 -2015 წლებში სკების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა და 15,7 მილიონ ერთეულს მიაღწია. ევროპელ მეფუტკრეთა 98%-ს მცირე ფერმერები შეადგენენ, რომელთა მფლობელობაში საშუალოდ 150 სკაა.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.