ქართული სუნელები ევროკავშირის ბაზარზე {VIDEO}

2016 წლის 28 ოქტომბერი | 13:03

გასულ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 17 500 კილოზე მეტი სუნელი გავიდა. მიმდინარე წლის  მონაცემებით კი ევროპულ ბაზარზე 3 000 კილო ქართული სუნელი მოხვდა. განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში სანელებლების ექსპორტის პერსპექტივას ეხება ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის CBI-ს კვლევაც. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში უცხოურ სუნელებზე მოთხოვნა მზარდია, რაც ევროპელი მომხმარებლის ჯანსაღი ცხოვრების წესითა და განსხავვებული გემოს საკვებისადმი ინტერესით აიხსნება.

სინქრონები:

  • ზაზა ბაჟანიშვილი – კომპანია “სუნელის” დამფუძნებელი;
  • მიხეილ ძიძიგური – “ხურჯინის”  მფლობელი;
  • ნუკრი მემარნიშვილი – ორგანული სოფლის მეურნეობის კონსულტანტი;
  • ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრო ხატიაშვილი.