ქართული რადიოს დღე [Video]

2017 წლის 23 მაისი | 15:27

92 წელი პირველი ქართული რადიო გადაცემიდან –   საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის  23 მაისს გავიდა.  დღეს იუბილარია რადიო „აჭარაც“. ინფორმაცია ეთერში 1930 წლის მაისში გავიდა. თავდაპირველად, მოსახლეობას მაუწყებლობა საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა. 1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა, დაემატა ახალი გადაცემები, რუბრიკები.  მაუწყებლობა ტალღაზე FM 104,5 – 24 საათიანია. ახალი ამბების გამოშვება დღეში 12-ჯერ გადის. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამილა დოლიძე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა დაფარვის არეალის და, შესაბამისად, მსმენელთა რაოდენობის გაზრდაა.

წყარო: TV25.