ქართული ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება [Video] | GarbOnline.TV

ქართული ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება [Video]

2017 წლის 21 ივნისი | 14:44

საქართველო დაემატა ე.წ. მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანაა დაშვებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მინისტრმა ის ეტაპებიც გაიხსენა, რისი გავლაც საქართველოს აღნიშნული ნებართვის მოპოვებისთვის დაჭირდა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე საკითხზე 2014 წლიდან მუშაობდა. დავითაშვილის თქმით, აქამდე ქართველი მეწარმეებისთვის ყველაზე მსხვილი თურქეთის ბაზარი იყო, სადაც  30 მლნ დოლარის ღირებულების თევზი გადიოდა, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი კი  გაცილებით მომგებიანი იქნება.

მატყლისა და თაფლის შემდეგ, თევზი მესამე ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გავა.

სინქრონები:

  1. ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  2. იონოშ ჰერმანი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში;
  3. ზურაბ ჩეკურაშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

ავტორები:

ნინო ხელაძე, ბობ ჭურღულია.