ქართული ნუშის საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე {VIDEO}

2016 წლის 17 ნოემბერი | 12:53

ევროპაში ნუშის ფასი 12 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს. გაცილებით მაღალია ორგანული პროდუქტის ღირებულება და ის 20-30 დოლარს შეადგენს. საქართველლოში გაუტეხავი ნუშის საბითუმო ფასი  დაახლოებით 5 ლარია, თუმცა გაცილებით მაღალია სუპერმარკეტებში ნაჭუჭგაცლილი ნუშის ღირებულება და დაახლოებით 40 ლარის ფარგლებშია. ნუშის კულტურის ექსპორტი საქართველოდან ბოლო რამდენიმე წელია ხორციელდება. სურსათის ეროვნული  სააგენტოს მონაცემებით,  2015 ექსპორტზე 172 450 კგ, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 60 000 კგ. ნუში გავიდა.  სპეციალისტების ვარაუდით, იქიდან გამომდინარე, რომ საქაქრთველოში კაკლოვანი კულტურის ამ სახეობის ბაღების გაშენება 3 წლის წინ დაიწყო, 4-5 წელიწადში ნუშის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სინქრონები:

  • მერაბ ბერიაშვილი – ფერმერი;
  • ლევან დოლიძე – პროექტ “დანერგე მომავალი” მენეჯერი;
  • ზვიად ბობოკაშვილი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების დეპარტამენტის უფროსი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.