ქართული მიწის უცხო მომავალი – განსხვავებული აზრი

2017 წლის 13 ივნისი | 16:02

ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზრებით, ქართველებმა უკეთ ვიცით რა არის კარგი საქართველოსთვის,-ამბობს ოთარ დანელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვის აკრძალვის თემაზე საუბრისას. ქვეყნის მთავრობა და უმრავლესობა კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერის გაკეთებაზე იწყებს მუშაობას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოში მიწას ვეღარ შეიძენენ. თუ ინიციატივა ნამდვილად აისახება კონსტიტუციაში რა ნეგატიურ შედეგებს უნდა ელოდოს მოსახლეობა-საკუთარ მოსაზრებას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე გვიზიარებს. ფიქტიური ქორწინების და მიწებისთვის კატეგორიის შეცვლის საშიშროება, აზრს დაკარგავს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივში უცხოელი ინვესტორის შეყვანა, ბანკი უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდებს მიწას როგორც აქტივს-ამბობს ნინო ზამბახიძე.

სამოცდამეცხრამეტე გადაცემა.