ქართულ-თურქული ბიზნესფორუმი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის [Video]

2017 წლის 3 მაისი | 14:21

ქართულ-თურქული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და  მეზობელი ქვეყნიდან ინვესტიციების მოზიდვა,- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში  საქართველო- თურქეთის ბიზნესფორუმი ჩატარდა.

თურქეთის მხრიდან ფორუმში სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სექტორი 22 კომპანიით იყო წარმოდგენილი.

საქართელოში თურქეთის ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები მტკიცეა, განსაკუთრებული დაინტერესება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასვე სამშენებლო სექტორშია.

სინქრონები:

  1. ლაშა ლაბაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  2. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ – თურქეთის ელჩი საქართველოში;
  3. გიორგი გოგუაძე – კომპანია “წყალი გუდაური” ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.