“ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” გარიგებაში ამხელენ {video}

2014 წლის 3 ივლისი | 12:12

რატომ ვერ მოიგო დამაჯერებლად „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები-საკუთარ მოსაზრებას კოალიციის ერთ-ერთი აქტივისტი თამარ თაბუკაშვილი გამოთქვამს. მეორე ტურის დანიშვნის მიზეზი, მისი აზრით, კოალიციის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილია, რომელმაც მისივე მტკიცებით, აჭარის მთავრობა ყოფილი თანაგუნდელებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებით დააკომპლექტა. მისივე თქმით, აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც მაშინდელ ხელისუფლებას 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ებრძოდნენ, 15 ივნისის საარჩევნო პროცესს ჩამოაშორეს.

განცხადებებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ უპასუხა. ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ აჭარაში ორი „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაიბადა.

თამარ თაბუკაშვილს თანამდებობისათვის შეუფერებლად მიაჩნია მერობის კანდიდატიც, რაც მისი განცხადებით, არჩევნების შედეგებზეც აისახა. თაბუკაშვილი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არსებულ გარიგებაზე საუბრობს.

მურმან დუმბაძისთვის კარგად ნაცნობი აქტივისტი უცნობი აღმოჩნდა გიორგი ერმაკოვისთვის.

ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი ბრალდებაც და შეთავაზების შესაძლებლობაც აბსურდულად მიაჩნია გიორგი კირთაძეს.

თაბუკაშვილს განცხადება სახუმარო თემა აღმოჩნდა გიორგი დიასამიძისთვისაც.

ახალი მოწვევის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი ჭეიშვილმა მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ავტორები:

თამარ კიკნაძე, ნოდარ მჟავანაძე, თორნიკე პატარაია

წყარო: TV25.ge.