ქარითა და მზით მიღებული ენერგია ტრადიციული ენერგორესურსების ნაცვლად [Video] | GarbOnline.TV

ქარითა და მზით მიღებული ენერგია ტრადიციული ენერგორესურსების ნაცვლად [Video]

2017 წლის 5 აპრილი | 16:29

საქართველოში უკვე ერთი წელია მდგრადი ენერგიის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანიც, ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, სახელმწიფო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ის ფარგლებში შეიქმნა.

საქართველოში პირველი ქარის სადგური უკვე მოქმედებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული 88 მლნ. კვტ/საათი, ასევე დაწყებული მზის ელექტრო სადგურებისათვის ტერიოტორიების შესწავლა.

სინქრონები:

  • თორნიკე დარჯანია;
  • რეზო გეთიაშვილი – “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი;
  • დავით ჭიპაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი;
  • მარიტა არაბიძე- ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დეპარატამენტის ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობ ჭურღულია.