პროფესიული განათლების ევროპული მოდელი და საქართველო [Video]

2017 წლის 14 ივნისი | 13:49

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულმა პროფესიული კოლეჯის 10-მა მასწავლებელმა სლოვაკეთსა და ავსტრიაში მიღებული გამოცდილება დღეს ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“ შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა. პედაგოგთა თქმით, ევროპაში პროფესიული სასწავლებლები თემატურ საერთაშორისო კონკურსებში  აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი დარგის განვითარების თანამედროვე სტანდარტებს ეცნობიან.  საქართველოში დაბრუნებული პედაგოგები ამბობენ, რომ ამგვარ  აქტივობებში ჩართვას ამიერიდან ისინიც შეეცდებიან.

პროფესიული სწავლების ევროპულ მოდელსა და საქართველოში მისი გადმოტანის გზებზე განათლების მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. ქეთევან ნატროშვილის თქმით, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ, ქვეყნის მორიგი მონაპოვარი განათლების ევროპულ სისტემისთან დაახლოება უნდა გახდეს.

სასწავლო ვიზიტი “ევროპული მასწავლებელი” 20-26 მაისს განხორციელდა.

სინქრონები:

  1. ქეთევან ნატროშვილი – განათლების მინისტრის მოადგილე;
  2. ლაშა ხახუტაიშვილი – ქობულეთის პროფესიული კოლეჯის ,,ახალი ტალღის“ პედაგოგი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.