პროფესიული განათლება – პერსპექტივები და გამოწვევები [Video]

2017 წლის 15 მაისი | 12:28

2017 წელს პროფესიული განათლებისთვის 25 850 000 ლარია გამოყოფილი და მსურველს სწავლის საფასური ოთხივე საფეხურზე სრულიად დაუფინანსდება სახელმწიფო სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში.  ასეთი კი საქართველოში 20 დაწესებულებაა, ხოლო 69 კერძო პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯია. დაფინანსების სამი სახე მომქმედებს: ვაუჩერული, პროგრამული და მიზნობრივი.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს 150-მდე სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღები სტუდენტების რაოდენობა 4 562-ს შეადგენს, რეგისტრაცია კი 8 558 აპლიკანტმა გაიარა, რომელიც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარეებით 2 000 ერთეულით მეტია.

პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით კი აქტივობა გადანაწილდა შემდეგი თანმიმდევრობით: აჭარა, იმერეთი, კახეთი, და სხვა.რაც შეეხება, ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ პროგრამებს, ესენია: მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონდიტერი, სტილისტი.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით  პროფესიული სასწავლებლების დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი შემდეგნაირია:

  • 2013-42%
  • 2014-47%
  • 2015-56%

სინქრონები:

  1. თამთა სორდია – კონდიტერი;
  2. მიხეილ კორძახია დასაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
  3. შორენა ჯაფარიძე – განათლების ექსპერტი;
  4.  მარიკა ზაქარეიშვილი – პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სამართველოს უფროსი.

ავტორები:

მარიამ მხითაროვა, დავით ჯიბუტი.