პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა 30-40 ათასამდე უნდა გაიზარდოს {VIDEO}

2017 წლის 4 აპრილი | 16:16

პროფესიულ სასწავლებლებში უახლოეს წლებში სტუდენტების რაოდენობა 30-40 ათასამდე უნდა გაიზარდოს- მიზნებზე ალექსანდრე ჯეჯელავამ პროფესიული განათლების ფესტივალზე ისაუბრა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს პროფესიულ სასწავლებლებში 10 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, წელს უწყებაში მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებენ და გათვლას 12-დან 15 ათას სტუდენტზე აკეტებენ.

ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, როდესაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში საუბარია 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, აქედან უმრავლესობა სწორედ პროფესიული სამუშაო ადგილები იქნება.

პროფესიული განათლების ფესტივალში რამდენიმე ათეული პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობდა.

სინქრონი:

ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლების მინისტრი.