პროფესიულ სასწავლებლებში  8 500-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა [Video]

2017 წლის 13 აპრილი | 15:42

პროფესიულ სასწავლებლებში, წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა მოსწავლემ შეიტანა განცახადი-მონაცემებზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის ინფორმაციით, საგაზაფხულო რეგისტრაციაზე პროფესიული განათლების მიღების სურვილი სულ 8 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. პრემიერ -მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დუბაიში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დღეს პირველად წარადგენს პროექტს – „ისწავლე საქართველოში“ და  საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი  მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები.