პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებული დანიშნა {VIDEO}

2016 წლის 15 ივლისი | 12:56

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა. შესაბამისი განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მთავრობის უფლებამოსილებას რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია განახორციელებს. ასევე ჩამოყალიბდა ადმინისტრაცია, რომელიც აჭარის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წვერების პირველი მოადგილეებით დაკომპლექტდა.

გიორგი მარველაშვილმა აჭარის მთვრობის ყოფილ თავმჯდომარეს ოთხწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ზურაბ პატარაძეს რეგიონში მიმდინარე პროექტების გაგრძელება დაავალა.

პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

ავტორები:

გიორგი ბოლქვაძე,მირზა ციმნარიძე.

წყარო: TV25.ge.