პრეზიდენტი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება [Video]

2017 წლის 27 ივნისი | 19:01

პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა. მისი თქმით არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში, მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის აქტი კი 60 დღით ადრე გამოიცემა, ანუ აგვისტოს ბოლოს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არჩევნების თარიღის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციები უკვე ჩატარდა.

“ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია, თუნდაც, შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ არის გარკვეული საკანონმდებლო დეტალები, საბიუჯეტო დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, მაგრამ არის მთავარი, ეს არის პარტიებისთვის საარჩევნო გარემოს განჭვრეტადობა.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში – თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით გამგებელი – მერი აირჩევა პირდაპირი წესით ამომრჩეველთა მიერ.

პირველ ეტაპზე გამგებელი (მერი) 3 წლის ვადით ირჩეოდა, აღნიშნული ვადა შეიცვალა და მიმდინარე წლიდან და ისინი 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული. ქალაქის მერებისა და მუნიციპალიტეტის გამგებლების ასარჩევად დაწესებულია 50%-იანი ბარიერი. ასევე მოხდება დედაქალაქის მერის არჩევაც.

სინქრონი:

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი.