ფრჩხილის ლაქი და მარკირება {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 19:25

მთაწმინდის #1 უბანზე 3 ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, ვინაიდან მარკირების შემოწმებისას მათ ესვათ ფრჩხილის ლაქი, რომლის ინდენტიფიცირებას აპარატი ვერ ახდენდა. ამის შესახებ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ანა ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა მთაწმინდის #2 საარჩევნო უბანზეც.

ნაცვლიშვილმა 18:00 საათის მონაცემებით არსებულ სხვა დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მარნეულის #48  უბანზე ორგანიზაციის ,,მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი მათ წარმომადგენელს უყვიროდა, საიას წარმომადგენელს, ნაცვლიშვილის მტკიცებით, შეურაცხყოფა მიაყენეს გორშიც,#47-ე უბანზე.

მოცემული მომენტისთვის, საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 100 საჩივარი და დააფიქსირეს 72 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

სინქრონი:

ანი ნაცვლიშვილი – საიას თავმჯდომარე;
ანა მიქელაძე – ცესკოს სპიკერი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.